გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სადოქტორო პროგრამები და ვაკანტური ადგილები
სამართლის სკოლა
სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი) - 3 ვაკანტური ადგილი
ბიზნესისა და მართვის სკოლა
ბიზნესის ადმინისტრირება
3 ვაკანტური ადგილი
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
1 ვაკანტური ადგილი
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)
3 ვაკანტური ადგილი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
პოლიტიკური ფილოსოფია
1 ვაკანტური ადგილი
რეგისტრაციის ვადები და ადგილი
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება:
2026 წლის 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით
11:00-დან 18:00 საათამდე
კვირის გარდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
სამართალი, პოლიტიკური ფილოსოფია 202 აუდიტორია
ბიზნესის და მართვის სკოლა 108 აუდიტორია
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები და წინაპირობები
დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- განაცხადი სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად;
- CV - კანდიდატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შეავსოს CV;
- მაგისტრის დიპლომის ასლი დანართთან ერთად;
- ერთი პროფესორის რეკომენდაცია - კანდიდატმა უნდა მიუთითოს შესაბამისი პროფესორის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინფორმაცია გამოაგზავნოს მისამართზე studentservice@gruni.edu.ge;
- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი - ვაჟებისთვის;
- ფოტოსურათი 3×4 ციფრული ფორმატით;
- სამოტივაციო წერილი;
- სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების ან კვლევით პროექტებში მონაწილეობის დადასტურება.
შენიშვნა: საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე, 2005 წლამდე, მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებას.
რეგისტრაციის საფასური
რეგისტრაციის საფასური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.
თანხის გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სს „თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (MFO): TBCBGE22
მიმღები: შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 200002120
ანგარიშის ნომერი: GE87TB0655236020100004
სწავლის წლიური საფასური
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს:
სამართალი - 6540 ლარი;
ბიზნესის ადმინისტრირება - 4920 ლარი;
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - 7980 ლარი;
პოლიტიკური ფილოსოფია - 3 900 ლარი;
მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) - 7020ლარი.
მისაღებ გამოცდაზე დაშვების წინაპირობები
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის წესით.
საკონკურსო პროცედურა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს:
I. საკონკურსო ნაშრომის წარდგენა და დაცვა
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეფერატი ან გამოქვეყნებული ნაშრომი/სამეცნიერო სტატია და დაიცვას იგი საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა.
II. უცხო ენის გამოცდა
კანდიდატი აბარებს გამოცდას:
ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული), როგორც ძირითად უცხოურ ენაში, ხოლო თუ ძირითად უცხოურ ენად შერჩეულია გერმანული ენა, დამატებით - ინგლისურ ენაში
ან
მხოლოდ ინგლისურ ენაში, როგორც ძირითად უცხოურ ენაში.
საკონკურსო ნაშრომის დაცვის ინდიკატორები
საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესში უნდა გამოვლინდეს:
- აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;
- დარგობრივ სფეროში აპლიკანტის აკადემიური მომზადების დონე:
- თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა;
- დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
- კვლევითი კომპეტენცია;
- ანალიზისა და სინთეზის უნარი;
- პრობლემის დასმისა და მისი ორიგინალურად გადაწყვეტის უნარი;
- ნაშრომში განვითარებული მოსაზრებებისა და კვლევის შედეგებზე დაფუძნებული დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებლად არგუმენტირების უნარი.
საკონკურსო ნაშრომის დაცვის განრიგი
სამართლის სკოლა
15 სექტემბერი
16:00 საათი
202-ე აუდიტორია
ბიზნესისა და მართვის სკოლა
14 სექტემბერი
15:00 საათი
102-ე აუდიტორია
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
14 სექტემბერი
14:00 საათი
203-ე აუდიტორია
უცხო ენის ტესტირება
უცხო ენის გამოცდა ჩატარდება:
2026 წლის 16 სექტემბერს
15:00 საათზე
206-ე აუდიტორია
ძირითად უცხოურ ენაში აპლიკანტის მომზადების დონე უნდა შეესაბამებოდეს არანაკლებ B2 დონეს.
იმ შემთხვევაში, თუ ძირითად უცხოურ ენად შერჩეულია ინგლისურისგან განსხვავებული ევროპული ენა, აპლიკანტს დამატებით მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე.
უცხო ენის გამოცდისგან გათავისუფლება
სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატი თავისუფლდება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გამოცდისგან, თუ კანდიდატს აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ან წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების დამადასტურებელ სერტიფიკატს:
- ძირითად უცხოურ ენაში - არანაკლებ B2 დონის;
- ინგლისურ ენაში (როგორც არაძირითადი ენა)- არანაკლებ B1 დონის.
„სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატი თავისუფლდება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გამოცდისგან, თუ წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს არანაკლებ B2 (CEFR) დონეს.
უნივერსიტეტი აღიარებს შემდეგ სერტიფიკატებს: IELTS Academic, TOEFL iBT, Cambridge English Qualifications (FCE, CAE, CPE), PTE Academic, LanguageCert ESOL, Michigan English Test (MET), TOEIC, APTIS.
სერტიფიკატი წარმოდგენილ უნდა იყოს მოქმედი ვადით, ხოლო საგამოცდო ორგანიზაციის მიერ მოქმედების ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელზე მეტი.
რეფერატის ფორმალური მოთხოვნები
საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 11 სექტემბრისა.
რეფერატის ფორმალური მოთხოვნები
კონკურსის შედეგები და შემდგომი ეტაპები
2026 წლის 18 სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.
აპლიკანტს უფლება აქვს, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები გაასაჩივროს მათი გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულების გაფორმება:
2026 წლის 22-23 სექტემბერი
აკადემიური რეგისტრაცია:
23-25 სექტემბერი
სასწავლო პროცესის დაწყება:
28 ოქტომბერი
საკონტაქტო ინფორმაცია
ხატია მარკოზაშვილი
ელფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge
ტელ.: +995 32 38 44 06 (126)

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა