იტვირთება...
მარიამ კალანდაძე - სტუდენტთა ომბუდსმენი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მარიამ კალანდაძე - სტუდენტთა ომბუდსმენი


2026 წლის 8 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა ომბუდსმენის არჩევნები.

 

ომბუდსმენის ინსტიტუტი გრუნიში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაძლიერება, სტუდენტთა ინტერესების დაცვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

არჩევნები ჩატარდა სტუდენტთა ომბუდსმენის დებულების შესაბამისად, ღიაობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ როგორც კანდიდატების წარდგენის, ისე კენჭისყრის პროცესში და საკუთარი არჩევანის საფუძველზე გამოევლინათ სტუდენტთა ომბუდსმენი.

 

სპეციალურად შექმნილმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია, გასაუბრების შედეგებითა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით სტუდენტთა ომბუდსმენად აირჩია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - მარიამ კალანდაძე, ის 1 წლის განმავლობაში დაიცავს სტუდენტთა ინტერესებს.

 

უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ კალანდაძეს გამოცხადებულ ნდობას და წარმატებას უსურვებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვის პროცესებში, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და აკადემიური საზოგადოების განვითარებას.