2026 წლის 28 ივნისს კაიროში, ამერიკული უნივერსიტეტის ონსი სავირისის ბიზნესის სკოლის მასპინძლობით, გაიხსნა პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების საერთაშორისო კვირეული, რომელიც გაეროს „პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების“ (PRME) ინიციატივით იმართება.
კვირეულის თემა - „ერთობლივ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შექმნა“ (Counting on Collective Values) - აერთიანებს აკადემიური სფეროს, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტუდენტური საზოგადოების წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების, მდგრადი განვითარების, ეთიკური ლიდერობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
ღონისძიებას ესწრებოდა გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი და ლიბრა ალიანსის პრეზიდენტი, მეჰდი მაჯიდი, რომელმაც პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების განვითარებასა და მდგრადობის ღირებულებების გავრცელებაში შეტანილი მრავალწლიანი წვლილისთვის RME Week 2026-ის განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჯილდო ადასტურებს იმ ხანგრძლივ და შეუფასებელ ღვაწლს, რომელსაც მეჰდი მაჯიდი ეწევა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.
აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მდგრადი განვითარების ცენტრის მნიშვნელოვან როლსა და საერთაშორისო აღიარებას პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) რეალიზების მიმართულებით.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა