გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით - ერაზმუს +, ჩესტოხოვას იან დლუგოზის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი) იმყოფებოდა.
მაია მელაძემ ჩესტოხოვას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების ციკლი კულტურული, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის შესახებ. განხილულმა საკითხებმა ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია.
გრუნის პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანს, ტურიზმისა და რეკრეაციის სპეციალობის პროფესორებსა და სტუდენტებს. დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსები, მონაწილეობა მიიღო გასვლით ტურსა და კულტურულ ღონისძიებებში.
მაიამ მელაძემ პოლონელ პროფესორებთან ერთად დაიწყო კვლევა ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომის გამოსაქვეყნებლად.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა