იტვირთება...
კონკურსი: „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი: „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“


ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსი - „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“, რომლის მიზანი იყო სტუდენტებში აკადემიური წერის კულტურის, პარაფრაზირების უნარისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის გაძლიერება.

 

კონკურსის მონაწილეებს დაევალათ განსაზღვრულ დროში აკადემიური ტექსტის დამუშავება და თავიანთი ვერსიის შექმნა. ნამუშევრები შეაფასეს - ახალგაზრდა მკვლევარმა, დოქტორანტმა ქრისტინე აბაზაძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო-კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ. ნამუშევრები შეფასდა კრიტერიუმებით: შინაარსის სიზუსტე, აზრის ორიგინალურად გადმოცემა, აკადემიური წერის სტანდარტების დაცვა და პლაგიატის თავიდან აცილება.

 

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა პრაქტიკულად გაიაზრეს განსხვავება ხარისხიან პარაფრაზირებასა და არაკეთილსინდისიერ ტექსტობრივ გადამუშავებას შორის, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება ეფუძნება არა მხოლოდ წყაროების სწორად მითითებას, არამედ დამოუკიდებელ აზროვნებასა და პასუხისმგებლიან აკადემიურ საქმიანობას.

 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კვირეულის დახურვის ცერემონიაზე და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები, პლანშეტები.

 

კონკურსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი პრაქტიკული აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური წერის უნარების განვითარებასა და უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განმტკიცებაში.