თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიას: „ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების როლი ეკონომიკური მდგრადობისთვის“, გრუნის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია ხელმძღვანელობდა, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
პანელის მონაწილეებმა იმსჯელეს: ეკონომიკური განვითარების პროცესში განათლების სისტემის მნიშვნელობის, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გაძლიერების აუცილებლობისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებაში უნივერსიტეტების როლის შესახებ.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა