იტვირთება...
გრუნი - საზოგადოების სამსახურში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - საზოგადოების სამსახურში


გრუნის მედიცინის სკოლამ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - Erasmus+, პროექტ LIFESTREND-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ჩაატარა ტრენინგი პირველადი დახმარების შესახებ.

 

ტრენინგის მიზანი იყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების განვითარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერება და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა.

 

პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობის დროს სწორი რეაგირების შესახებ.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.