იტვირთება...
გრუნი - SDG ოლიმპიადის მასპინძელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - SDG ოლიმპიადის მასპინძელი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს SDG ოლიმპიადას - ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობას, რომელიც სტუდენტებს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განსახორციელებლად ინოვაციური ბიზნესკონცეფციების შემუშავებას სთავაზობს.

 

ოლიმპიადის ფარგლებში გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სოციალური მეწარმეობის თანამშრომლობითი სასერტიფიკატო ლაბი სტუდენტებთან გამართავს ინტენსიურ, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას. ინტერაქციული სესიების, გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული გზამკვლევის საფუძველზე, სტუდენტები შეძლებენ ბიზნესკონცეფციების შემუშავებასა და დახვეწას.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, ლიბრა ალიანსის, წარმომადგენლები.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. კონკურსში ჩასართავად აუცილებელია 2-3 წევრისაგან შემდგარი გუნდის ფორმირება.

ადგილობრივი ეტაპის გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება:

  • წარადგინოს გრუნი ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში, ნახევარფინალში;
  • ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იასპარეზოს პროექტის დასკვნით ეტაპზე, რომელიც 2026 წლის 6-9 ნოემბერს ჟენევის უნივერსიტეტში გაიმართება (ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, გუნდის წარმომადგენელს სრულად დაუფინანსდება ვიზიტი ჟენევაში, შვეიცარიაში, სადაც ოლიმპიადის ფინალურ ღონისძიებაზე წარადგენს გუნდის ბიზნესონცეფციას);
  • მიიღოს ორი ოფიციალური სერტიფიკატი: 

– საერთაშორისო სერტიფიკატი ოლიმპიადის ორგანიზატორი უნივერსიტეტისგან (ჟენევის უნივერსიტეტი);

– სერტიფიკატი მასპინძელი უნივერსიტეტისგან (გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრისგან და მისი ამერიკული პარტნიორი ორგანიზაცია - ლიბრა ალიანსისგან).

 

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/BAZqUNA1GWRS6wnf6