იტვირთება...
გრუნის ბათუმის წარმომადგენლობა „ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ბათუმის წარმომადგენლობა „ექსპო – ახალგაზრდულ სერვისებზე“


2026 წლის 10 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გაიმართა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა: „ექსპო - ახალგაზრდულ სერვისებზე“.

 

გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის გაცნობას.

 

გრუნის სახელით გამოფენაში მონაწილეობდნენ: ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე - გულო თურმანიძე და ტურიზმისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები: ანა თედორაძე, ლუკა ნაკაშიძე, მარი ხუნდაძე, ლუკა ხინკილაძე, თათია თურმანიძე და მარიამ ბეჟანიძე.

 

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საინფორმაციო სივრცეებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ გრუნის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ სერვისებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

 

ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.