იტვირთება...
გრუნი - თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პარტნიორი


2026 წლის 4-5 ივნისს, თბილისის მერიის ორგანიზებით, გაიმართა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი: „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, რომელმაც სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრადი განვითარების, უსაფრთხოების, განათლების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტის, ტურიზმის, ენერგოდამოუკიდებლობისა და თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.

 

რამდენიმე წელია ფორუმის ერთადერთი საუნივერსიტეტო პარტნიორია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, შესაბამისად, მის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ გრუნის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. პანელურ დისკუსიებს 25-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, რაც ახალგაზრდებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა და გრუნის სტუდენტების ჩართულობის კოორდინაციას ახორციელებდა ბიზნესისა და მართვის სკოლა, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი თათია (მაია) პაჭკორია, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სტუდენტები: თიკო რობაქიძე და ნინო ქობალია. მათი ხელმძღვანელობით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამხდარიყვნენ ფორუმის სრულფასოვანი მონაწილეები, ხოლო ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს–მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება ღონისძიების გაშუქების პროცესში.