იტვირთება...
გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი მონოგრაფია წარმოადგინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი მონოგრაფია წარმოადგინა


გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თორნიკე მერებაშვილმა, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე წარადგინა ახალი სამეცნიერო ნაშრომი - მონოგრაფია: „მიწის ამზომველი სამართლებრივ სისტემაში: პროფესიული სტატუსი, ფუნქცია და პასუხისმგებლობა“.

 

ნაშრომი განიხილავს მიწის ამზომველის პროფესიულ სტატუსს, სამართლებრივ ფუნქციასა და პასუხისმგებლობას თანამედროვე მიწის ადმინისტრირების სისტემაში. კვლევაში გაანალიზებულია ამზომველის ისტორიული როლი და მისი მნიშვნელობა საკუთრების უფლების დაცვის, კადასტრის სანდოობის, საჯარო რეესტრის ფუნქციონირებისა და მიწის დავების პრევენციის საქმეში.

 

თორნიკე მერებაშვილმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

 

შემდგომი შეხვედრა დაეთმობა იუვენოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის გამორჩეული პროექტის წარდგენა/პრეზენტაციას.