2026 წლის 3 ივნისს გრუნის სამართლის სკოლამ უმასპინძლა სტუმარს საფრანგეთიდან - დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკოს - იურისტს - ნატო ტაბუცაძეს, რომელიც წლებია საფრანგეთის სასამართლო სისტემას წარმოადგენს და ამასთან, თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან. მისი კვლევის მთავარი მიმართულება ბიზნესსამართალია. მეცნიერი, ასევე, იკვლევს ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იურისპრუდენციაში თანამედროვე გამოწვევების თანმდევი და პრიორიტეტული კველევითი მიმართულებების განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში მისი ავტორობით გამოიცა: „ტურიზმის სამართალი“ და „ვაზისა და ღვინის სამართალი“. ორივე წიგნი ერთნაირად საინტერესო სახელმძღვანელოა როგორც იურისტებისთვის, ისე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის, ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის სექტორში და სხვ.
შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები: მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული ახალი სახელმძღვანელო ლიტერატურის მომზადება, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, დიჟონის უნივერსიტეტთან საქმიანი კავშირების დამყარება და სხვ.
შეხვედრას უძღვებოდა გრუნის რექტორის მოადგილე, სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გულნაზ გალდავა. განხილვაში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც: ქეთევან გაბრიჭიძე და ამირან მოსულიშვილი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორის - გოჩა ოჩიგავას, მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა