იტვირთება...
ევრაზიის XV საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის XV საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი 2026 წლის 1-2 ოქტომბერს მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ: მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს.

 

ფორუმი, რომელიც ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართება, მულტიდისციპლინური ხასიათისაა და მონაწილეებს შესაძლებლობას აქვთ, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები მრავალფეროვანი აკადემიური მიმართულებით. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა, ასევე, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების მონაწილეობა ფორუმში უფასოა, სხვა დაინტერესებული პირები რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://emf.euinstitute.net/

 

ფორუმზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ფორუმის მასალების კრებულში იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან რეცენზირების (peer-review) პროცესს და დააკმაყოფილებენ ორგანიზატორების მიერ განსაზღვრულ აკადემიურ და სარედაქციო მოთხოვნებს.

 

საკონტაქტო მეილი: international@gruni.edu.ge