იტვირთება...
გრუნის ასისტენტ პროფესორი - მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო გუნდის წევრი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ასისტენტ პროფესორი - მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო გუნდის წევრი


2026 წლის 7-8 მაისს შვედეთში გაიმართა გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოციაციის (ASLA) ეროვნული სიმპოზიუმი: „ენის როლი რთულ დროში: უმცირესობები, უმრავლესობები და საგანმანათლებლო პერსპექტივები “.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებმა აკადემიური საზოგადოების წინაშე წარადგინეს მასშტაბური ერთობლივი საერთაშორისო კვლევა: „მნიშვნელოვანი კონტექსტის შექმნა: მასწავლებელთა ხედვები ახალჩამოსული მოსწავლეების განათლებაზე კვიპროსში, საქართველოში, პორტუგალიაში, რუმინეთსა და შვედეთში”.

 

კვლევა ევროპული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგია და მასზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა. პროექტის თანაავტორი და კვლევაში საქართველოს კონტექსტის მიმართულების ხელმძღვანელია გრუნის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა.

 

საერთაშორისო სამეცნიერო გუნდის შემადგენლობა:

  • ნატალია რინგბლომი - უმეოს უნივერსიტეტი, შვედეთი;
  • ჯორჯიანა უდრეა - პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტი ბუქარესტი, რუმინეთი;
  • სვიატლანა კარპავა - კვიპროსის უნივერსიტეტი, კვიპროსი;
  • ლელა გოგინავა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველო;
  • ბარბარა ბეკსტრომი - აბერტას უნივერსიტეტი, პორტუგალია.

 

ერთობლივმა კვლევამ სიმპოზიუმის მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან იგი ეხმიანება მიგრანტი მოსწავლეების ინტეგრაციისა და ინკლუზიური განათლების უაღრესად აქტუალურ საკითხებს. მსგავს მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აქტიურ პოზიციას ევროპულ კვლევით სივრცეში.

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.umu.se/en/department-of-language-studies/research/conferences-and-symposia/asla2026/