იტვირთება...
Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

Erasmus + აცხადებს გაცვლით პროგრამას პორტუგალიაში.

 

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა:

  • გაზაფხულის სემესტრში ისწავლონ: პორტოს, ტრას-უშ-მონტიშისა და ალტუ-დოროს, მინიოსა და ავეირუს უნივერსიტეტებში.
  • ჩამოთვლილთაგან აკადემიური ინტერესებისა და სასწავლო მიმართულების შესაბამისად შეარჩიონ სასურველი უნივერსიტეტი, ფაკულტეტი და წარმოადგინონ განაცხადი.

 

უცხოეთის უნივერსიტეტში მიღებული კრედიტები აღიარებული იქნება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

პროგრამა სრულად აფინანსებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

 

აუცილებელი მოთხოვნა

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA).

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge

 

უნდა წარმოადგინონ განაცხადი და მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ტელეფონი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
  • კურსი, რომელზეც ამჟამად სწავლობენ.

 

ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად გასაუბრება თითოეულ სტუდენტთან დაიგეგმება ინდივიდუალურად.