ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა 2027-2028 აკადემიური წლის სასტიპენდიო პროგრამა „ Youth of Excellence Scheme of China Program".
პროგრამას ახორციელებს ჩინეთის სტიპენდიების საბჭო, რომლის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პროფესიული და აკადემიური განვითარების ხელშეწყობა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.
სწავლის ხანგრძლივობა ძირითად შემთხვევაში მოიცავს 12 თვეს. ცალკეული პროგრამები ხორციელდება „1+1“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პირველ აკადემიურ წელს სწავლობენ ჩინეთში, ხოლო მომდევნო წელს საკუთარ ქვეყანაში აგრძელებენ კვლევით საქმიანობასა და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ასაკობრივი ზღვარი - 45 წლამდე;
- მინიმალური აკადემიური ხარისხი - ბაკალავრი;
- სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი.
უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განათლება და პროფესიული გამოცდილება შეესაბამება შერჩეულ სამაგისტრო პროგრამას;
აუცილებელი პირობაა კონკურსანტმა პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან წარმოადგინოს წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter) და შემდგომ დარეგისტრირდეს პროგრამის ელექტრონულ პორტალზე:
https://studyinchina.csc.edu.cn/#/login
კონკურსანტი უნდა მიეკუთვნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:
- სახელმწიფო მოხელე (საშუალო და მაღალი რგოლის);
- დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;
- უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;
- საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.
განაცხადის შევსებისას სავალდებულოა შემდეგი მონაცემების მითითება:
Scholarship Type: Type A
Agency Number: 1563
Program: Youth of Excellence Scheme of China
ელექტრონული განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2027 წლის 29 მარტი.
დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი უნივერსიტეტისა და სამაგისტრო პროგრამის პირობების მიხედვით.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:
პირველადი შეფასება: ჩინეთის სტიპენდიების საბჭო ამოწმებს წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტაციას და კანდიდატების შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან.
ექსპერტული შეფასება: ექსპერტთა კომისია დამატებით განიხილავს კონკურსანტთა განაცხადებს, რის საფუძველზეც განისაზღვრება პროგრამაში ჩარიცხვის შედეგები.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება ექსპერტული შეფასების დასრულების შემდეგ.
დანართი:
სასტიპენდიო პროგრამის აღწერა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა