2026 წლის 19-23 ოქტომბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით (Erasmus +) იმყოფებოდა პორტუგალიაში ტრას-ოს-მონტესისა და ალტო დუროს უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის მაია მელაძემ წაიკითხა ლექცია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ციფრული ტურიზმის შესახებ, ხოლო სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად განახორციელა გასვლითი სასწავლო ტური, რომლის ფარგლებშიც განიხილა, როგორ შეიძლება სასოფლო რეგიონებში
ტურისტული პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი პოტენციალის წარმოჩენა და ტურიზმის მეშვეობით რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, მაია მელაძე შეხვდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსები, მონაწილება მიიღო გასვლით ტურსა და კულტურულ ღონისძიებებში. მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად დაიწყო კვლევა და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა