გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მდგრადი განვითარების ცენტრისა და სტუდენტური კლუბის ინიციატივით, ღონისძიება “Ecoswap” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, აქსესუარები, დეკორაციები და სხვა ნივთები უნივერსიტეტში მოეტანათ და სასურველ ნივთში გადაეცვალათ.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ჭარბი მოხმარების შემცირებასა და ნივთებისათვის მეორეული სიცოცხლის მინიჭებას, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა