იტვირთება...
ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების საგაზაფხულო სესია დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების საგაზაფხულო სესია დასრულდა


2026 წლის 23 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების - Paths to Publication - მეშვიდე სესია, რომელშიც გრუნის 30-მდე აკადემიური პერსონალი და დოქტორანტი მონაწილეობდა.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც ხელმძღვანელობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

საგაზაფხულო სემესტრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: პირველი სასწავლო კურსის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური მეთოდები, აკადემიური კარიერის განვითარების პროცესში ინტერვიუსა და სამეცნიერო პრეზენტაციის წარმართვა, საგრანტო განაცხადების მომზადების ძირითადი კომპონენტები, კონფერენციის პოსტერების მკაფიო და ეფექტური წარმოდგენა, ასევე, აკადემიურ ჟურნალებში პუბლიკაციის ხარისხი, პროცესი და პრაქტიკა.

 

Paths to Publication გრუნის გამორჩეული კვლევითი პროექტია, რომელიც გზას უხსნის ახალი თაობის მკვლევრებს აკადემიური/სამეცნიერო წარმატებისკენ.

 

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, მადლობა გადაუხადა ტეხას A&M უნივერსიტეტს აღნიშნული შესაძლებლობისთვის. კურსდამთავრებულებს მონაწილეობის სერტიფიკატები 1 მაისს გადაეცემათ.