გრიგოლ რობაქიძისა და ნანტის (საფრანგეთი) უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებს (ინგლისურენოვან ან ფრანგულენოვან პროგრამებზე), ხოლო ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს ფრანგულენოვან პროგრამაზე. კონკურსში გამარჯვებულების სწავლა სრულად დაფინანსდება.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა B2 დონეზე.
განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 27 აპრილისა.
საკონტაქტო პირი: პროფესორი თამარ გაგოშიძე / mail: t.gagoshidze@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა