იტვირთება...
გრუნის ასისტენტ-პროფესორი - ტოკიოს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ასისტენტ-პროფესორი - ტოკიოს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე


22-27 მარტს, იაპონიაში, ტოკიოში, საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR) ორგანიზებით, ფსიქოლოგიისა და ქცევითი მეცნიერებების აზიის საერთაშორისო კონფერენცია (ACP2026) გაიმართა.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე, რომელსაც 68 ქვეყნის 865 დელეგატი ესწრებოდა, საქართველოდან მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორი - ნინო რაჭველიშვილი, იყო მიწვეული.

 

ახალგაზრდა მეცნიერმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა ნაშრომი: „ემოციური კეთილდღეობა: ტვინი-ნაწლავის ღერძის მექანიზმები და კლინიკური მნიშვნელობა“, რომელიც მომზადდა მედიცინის სკოლის სტუდენტთან, აისელ აჯალიევა-ახმედოვასთან ერთად ჩატარებული კვლევის ფარგლებში.

 

კონფერენციაზე გამართული დისკუსია განიხილავდა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას — კავშირს ნაწლავის მიკრობიოტასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. გრუნის ასისტენტ-პროფესორმა წარადგინა:

  • ინოვაციური ხედვა: ადამიანის, როგორც „ჰოლობიონტის“ კონცეფცია და ნაწლავის ნერვული სისტემის გავლენა ემოციურ მდგომარეობაზე;
  • მეცნიერული მტკიცებულებები: 2024-2025 წლების უახლესი კვლევები შფოთვისა და დეპრესიის მართვის ახალ მექანიზმებზე;
  • მომავლის თერაპია: ფსიქობიოტიკების როლი და ინტეგრაციული მიდგომების მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში.

 

ამ რანგის საერთაშორისო კონფერენციაში გრუნის აკადემიური პერსონალის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მაღალ სამეცნიერო კულტურასა და სასწავლო-კვლევით პროცესში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას.