იტვირთება...
გრუნიში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა

მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივით, გრუნიში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა. კლუბის მიზანია სოციალური მეწარმეობის პროცესში სტუდენტების მონაწილეობის გააქტიურება და მოგებაზე ორიენტირებული, ფინანსურად მდგრადი ბიზნესკონცეფციების განვითარება, რომლებიც მოემსახურება მდგრად განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

 

კლუბი იმუშავებს თვითმმართველობისა და თვითდაფინანსების პრინციპებზე და ხელს შეუწყობს სტუდენტებში სამეწარმეო, ინოვაციური და სოციალური პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას.

 

კლუბი ღიაა ყველა სტუდენტისათვის, რომელიც იზიარებს კლუბის ღირებულებებსა და მიზნებს, განურჩევლად ინსტიტუციური კუთვნილებისა და განათლების დონისა.

 

კლუბის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადის შესატანად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც თან დაერთვის საპროექტო განაცხადის ფორმა: https://forms.gle/U9VNrmQJiu4FjR687