იტვირთება...
გიორგი დუღაშვილის ახალი კვლევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი დუღაშვილის ახალი კვლევა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, სამეცნიერო სტატია - „Oral Health of Children With Disabilities in India: An Integrative Review Through a Global Perspective“ - საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - Special Care in Dentistry, გამოქვეყნდა. ჟურნალი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის, Wiley-ს („დიდი ხუთეული“), ბაზაშია რეგისტრირებული..

 

ეს არის გიორგი დუღაშვილის მეხუთე სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ამ ავტორიტეტულ პლატფორმაზე გრუნის სახელით დაიბეჭდა.

 

ნაშრომი წარმოადგენს გიორგი დუღაშვილისა და ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორის - ლუკ მარკსის, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგს. Wiley-ს ბაზაში კვლევის გამოქვეყნება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნაშრომის მაღალ სამეცნიერო ღირებულებასა და აქტუალობას.

 

კვლევის ძირითადი აქცენტებია:

კარიესის მაღალი გავრცელება: ინდოეთში შშმ ბავშვებში კარიესის მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს - 89.8%, აღწევს.

ეფექტური ინტერვენციები: გლობალური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სპეციალიზებული მიდგომები და საშუალებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა პირის ღრუს ჰიგიენას;

ინკლუზიური პოლიტიკა: ნაშრომი ადასტურებს მიზანმიმართული სტომატოლოგიური პროგრამების დანერგვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დაბალი რესურსების მქონე გარემოში.

 

სტატიის სრულად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/scd.70163