გამოცხადდა Erasmus+ -ის მობილობის პროგრამა პორტუგალიაში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში.
დაინტერესებულმა პირებმა უმოკლეს ვადაში უნდა გაგზავნონ პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტის დასახელება და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია შემდგომი კომუნიკაციისა და შერჩევის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია: სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებს.
პროგრამა სრულად ფინანსდება და მოიცავს მობილობასთან დაკავშირებულ ძირითად ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სასწრაფოდ დაუკავშირდით საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა