იტვირთება...
სასწავლო კვირეული რენში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო კვირეული რენში


2026 წლის 16–20 მარტს ქალაქ რენში გაიმართა ქართულ- ფრანგული სასწავლო კვირეული, რომელშიც მონაწილეობდნენ გრუნის რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში - გუგული თურმანიძე.

 

ინტენსიური სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მობილობის განვითარების ხელშეწყობასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას. კვირეულს მასპინძლობდა რენის უნივერსიტეტი, ხოლო ღონისძიება დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.

 

გრუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და თემატურ სემინარებში, ესწრებოდნენ Erasmus+ KA171 2025-2028 პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას; რენის, სენ‑მალოსა და მონ‑სენ‑მიშელის ტურებზე გაეცნენ საფრანგეთის ღირშესანიშნაობებს.

 

კვირეულის ფარგლებში გრუნის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგ პარტნიორებთან - ინსტიტუციურ ლიდერებთან, პროექტების კოორდინატორებთან და აკადემიური პერსონალთან, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

ქართულ-ფრანგულმა სასწავლო კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორებს შორის მტკიცე პარტნიორობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები მობილობისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობისთვის.