იტვირთება...
საინფორმაციო სემინარი ახლად მოწვეული პერსონალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საინფორმაციო სემინარი ახლად მოწვეული პერსონალისათვის


2026 წლის 12 მარტს, საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტირების მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახლად მოწვეული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრადიციული საინფორმაციო სემინარი.

 

პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამართული სწავლების ცალკეულ თემატურ სექციებს უძღვებოდნენ: რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში, პროფესორი გულნაზ გალდავა; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა თვაური; ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორები: ქეთი მაისურაძე და ილონა ბიტაროვა; პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბერიძე; ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყუბანეიშვილი; IT ცენტრის წარმომადგენელი ბაჩო ნადირაძე.

 

სემინარის მონაწილეები გაეცნენ: უნივერსიტეტის მისიას, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსს, აკადემიური თავისუფლების პრინციპებს, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციებს;

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სტუდენტის მიერ შეფასების გასაჩივრების პროცედურები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები.

 

სემინარის მონაწილეებმა მიიღეს პასუხი ყველა კითხვაზე.