იტვირთება...
ინდივიდუალური კონსულტაციები მოწვეულ ამერიკელ ექსპერტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინდივიდუალური კონსულტაციები მოწვეულ ამერიკელ ექსპერტთან


English Language Specialist Program-ის ფარგლებში მოწვეულმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტმა, ჯოშუა მაკლევერმა, ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა გრუნის პროფესორ-მასწავლებლებთან.

 

პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამართული კონსულტაციები განიხილავდა სილაბუსების დახვეწისა და საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საკითხებს, კერძოდ: სასწავლო კურსების სტრუქტურას, სწავლის შედეგების სწორად ფორმულირებას, შეფასების მეთოდებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. ექსპერტმა მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული რეკომენდაციები, როგორაა შესაძლებელი სილაბუსების შედგენა ისე, რომ უკეთ ასახავდეს კურსის მიზნებს, სწავლების პროცესსა და შეფასების კრიტერიუმებს.

 

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორ-მასწავლებლები.

 

შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთანაც, განიხილეს ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს სასწავლო პროგრამების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებასა და თანამედროვე აკადემიურ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.