იტვირთება...
აშშ საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აშშ საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი გრუნიში


2026 წლის 10 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ჯონ სილვერი, ინგლისური ენის რეგიონული ოფიცერი; აიჯან იამანი, ანკარის ოფისის ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი და ლიკა გუმბერიძე, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი.

 

სტუმრებმა განიხილეს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის - „English Language Specialist“, შედეგები და შეაჯამეს ამერიკელი ენის ექსპერტის - ჯოშუა მაკლევერის, საქმიანობა გრუნიში. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პარტნიორი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ სასწავლო პროცესში დიდი ენობრივი მოდელების (LLMs), მათ შორის, ChatGPT- ის გამოყენების შესაძლებლობებს.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. რექტორმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოსა და RELO-ს რეგიონალურ ოფისს გაწეული მხარდაჭერისათვის. აღინიშნა, რომ სპეციალისტის ვიზიტმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

 

განათლების ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობა გრძელდება.