გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – German International Journal of Modern Science (No123, 2026).
სტატია: „Overview of Access to Financing for Energy Efficiency and Solar Energy Technologies for SMEs in Georgia“, ეძღვნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მიერ ენერგოეფექტური და მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ანალიზს.
სტატიის ავტორები არიან ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები:
თამარ გამსახურდია – პროფესორი, ნათია დაღელიშვილი – პროფესორი, გიგა თვაური – ასისტენტ-პროფესორი, ქეთევან მაისურაძე – ასისტენტი.
კვლევა აანალიზებს საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მზის ენერგიის პროექტების დაფინანსების არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო პროგრამების როლს. კვლევაში გამოყენებულია შერეული მეთოდოლოგია – როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის, ექსპერტებთან ინტერვიუები, სექტორული გამოკითხვები და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მწვანე ენერგიის მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, მაღალი უზრუნველყოფის მოთხოვნები, ინფორმაციის ნაკლებობა და ფინანსური განათლების დაბალი დონე.
სტატიაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში ინვესტირების წახალისებას, ფინანსური მექანიზმების გაუმჯობესებასა და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვან როლს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაფართოების აუცილებლობას საქართველოში.
სამეცნიერო სტატია: https://zenodo.org/records/18923523

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა