იტვირთება...
მედიაციის ცენტრის ტრენინგები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის ტრენინგები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი განაგრძობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გასვლითი ტრენინგების ციკლს: „მედიაცია - მოლაპარაკების ხელოვნება და კონფლიქტის მართვის თანამედროვე გზა“.

 

2025-2026 სასწავლო წელს მედიაციის ცენტრი უკვე ეწვია 10-ზე მეტ სკოლას, მათ შორის, 4 კერძო და 6 საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგებში 500-მდე მოსწავლე ჩაერთო, რაც ადასტურებს პროგრამის აქტუალობასა და ეფექტიანობას.

 

ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიული, პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციებს, ჯგუფურ აქტივობებსა და როლურ თამაშებს. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება მედიაციის პოპულარიზაციას, კონფლიქტის მშვიდობიანი მართვის კულტურის დანერგვას, ახალგაზრდებში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, მოსწავლეებში მედიაციის კულტურის დამკვიდრებას.

 

პროექტს უძღვებოდა მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ლიცენზირებული მედიატორი, იურისტი, ადვოკატი და სერტიფიცირებული ტრენერი ნინა გერსამია.

ტრენინგების ჯგუფურ და პრაქტიკულ მეცადინეობებში მონაწილეობდნენ გრუნის სტუდენტები:ანი თვაური, ნინი გოცირიძე, მარიამ ნიშნიანიძე, მედეა კუსრაშვილი, თინათინ მჭედლიშვილი, მარიამ კვიჟნაძე, ფეოდორა ქავთარაძე, ნინი გვასალია, მარიამ გაგაძე, სოფო ბედუკაძე, სოფო დადვანი, გიორგი ამირხანიანი და ელენე ხუროშვილი. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და მნიშვნელოვანწილად განაპირობეს კიდეც პროექტის წარმატება.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მედიაციის ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატი.

 

აღნიშნული პროექტი ქმნის მდგრად პლატფორმას უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობისათვის და ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში დიალოგისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბებას.