იტვირთება...
ტრენინგი TESOL პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი TESOL პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის


2026 წლის 6 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული განვითარების ტრენინგი TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისათვის.

 

ტრენინგი ჩატარდა პროგრამის -English Language Specialist, ფარგლებში და მას უძღვებოდა ჯოშუა მაკლევერი, არიზონას უნივერსიტეტის ინსტრუქტორი.

 

ტრენინგის: “Large Language Models in the Classroom: Where We Stand, What We Can Gain, and Best Practices for Their Use”, მონაწილეებმა განიხილეს დიდი ენობრივი მოდელების (LLMs), მათ შორის, ChatGPT -ის, საფუძვლები; ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შესაძლო რისკების შესახებ, გაეცნენ სასწავლო პროცესში AI-ის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას პედაგოგიური და ეთიკური სტანდარტების დაცვით.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგების კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა GRUNI-ს ერთგულება განათლების სფეროში პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ.