2026 წლის 5 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესიული განვითარების ონლაინტრენინგი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისათვის: „AI ინსტრუმენტები სკოლის ლიდერებისთვის: ლიდერობის გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“.
ტრენინგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მასში გრუნის პარტნიორები: თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, გეგუთის, წყალტუბოს საჯარო სკოლების დირექტორები და მენეჯერები, მონაწილეობდნენ.
ტრენინგს უძღვებოდა ჯოშუა მაკლივერი - ინგლისური ენის სპეციალისტი და არიზონას უნივერსიტეტის ინსტრუქტორი, რომელიც საქართველოში იმყოფება English Language Specialist Program-ის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიულ განვითარებას ინგლისური ენის სწავლებისა და ლიდერობის სფეროში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ AI ინსტრუმენტებს, რომლებიც სკოლების ადმინისტრაციას დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ციფრული ტრანსფორმაციის ეფექტიან მართვაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა