2026 წლის 4 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი: „ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომელსაც 50-მდე პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებთან აკადემიური პერსონალის ადაპტირებას.
მოწვეულმა ამერიკელმა სპეციალისტმა - ჯოშუა მაკლევერმა, მიმოიხილა სასწავლო გარემოში ხელოვნური ინტელექტისა და “LLMs” მოდელების, მათ შორის, ChatGPT-ის გამოყენება. მონაწილეები გაცნენ სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პრაქტიკულ და ეთიკურ სტრატეგიებს, მათი ეფექტური გამოყენების ინსტრუმენტებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა