2026 წლის 4 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რომელსაც უძღვებოდა ჯოშუა მაკლევერი - ინგლისური ენის სპეციალისტი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენინგზე განიხილეს: “ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კლასში: სად ვართ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობენ და საუკეთესო პრაქტიკა მათი გამოყენებისთვის“.
მოწვეულმა სპეციალისტმა მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის, ChatGPTის, გამოყენების შესაძლებლობები საგანმანათლებლო სფეროში. მონაწილეები გაეცნენ გადაჭარბებული გამოყენების შესაძლო რისკებს და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება მათ სწავლის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებაში.
სესიაში მონაწილეობდნენ გრუნის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლები თბილისიდან და ბათუმის წარმომადგენლობიდან (ონლაინფორმატით).
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა