იტვირთება...
გრუნის ზამთრის სკოლა 2026 წარმატებით დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ზამთრის სკოლა 2026 წარმატებით დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა ზამთრის სკოლა 2026 - „ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება“.

 

გრუნის მედიაციის ცენტრმა წელს მეორედ შესთავაზა სტუდენტებს უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა პრაქტიკაზე ორიენტირებული განვითარებისათვის. 3 - დღიანი გასვლითი პროექტი კახეთში მიზნად ისახავდა პრაქტიკულ სწავლებას, პროფესიული ზრდისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას, ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.

 

პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის საბაკალავრო პროგრამის 30 სტუდენტი, თუმცა შემოსული განაცხადებების რაოდენობა სამჯერ აღემატებოდა ხელმისაწვდომ ადგილებს.

 

პროგრამას უძღვებოდნენ: ირაკლი ყანდაშვილი - გრუნის პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლიცენზირებული მედიატორი და ნინა გერსამია - სერტიფიცირებული მედიატორი, ტრენერი და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქტიული მეცადინეობები, შესრულდა ჯგუფური სავარჯიშოები, პრეზენტაციები, გაიმართა მოლაპარაკების სიმულაცია, სტუდენტები ჩაერთნენ დისკუსიასა და სხვადასხვა აქტივობაში.

 

ზამთრის სკოლა სრულად დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან გამოხატულებას წარმოადგენს.

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი სერტიფიკატი.

 

მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს ამგვარი შესაძლებლობისათვის. აღინიშნა, რომ გრუნიმ შექმნა სივრცე, სადაც გამოცდილება და უნარები ერთიანდება ერთ მიზანში.