გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობდა.
ვორკშოპი: „Economic Policy Pathways and Regional Resilience in the Caucasus and Central Asia“, ყაზახეთში გაიმართა, რომელზეც მიწვეული იყვნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ექსპერტები.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობისა და გამოწვევების საკითხები:
- მაკროფინანსური განვითარება და პერსპექტივები CCA რეგიონში;
- ეკონომიკური ინტეგრაცია და გრძელვადიანი ზრდა CCA რეგიონში;
- მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის მართვა;
- ფისკალური პოლიტიკა - ბუფერების შექმნა გაურკვეველი დროისთვის;
- სტრუქტურული რეფორმები დივერსიფიკაციისა და ზრდისთვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა