გრუნის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორი პოეტური კრებული: „გაგრა, ხაზზე ვარ გისმენ...“ და „ჩემი უბის წიგნაკი“, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ საძიებო სისტემაში.
ორივე კრებულის ავტორია გრუნის ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა.
პირველი კრებულის - „გაგრა, ხაზზე ვარ გისმენ...“, რედაქტორია პროფესორი მამუკა თავხელიძე, ტექნიკური რედაქტორი - მანანა გორგიშვილი. გამოიცა ლიტერატურული მარათონის - „მატარებელი თბილისი - გაგრა“ ფარგლებში, II ტომის სახით.
კრებულის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/581848
მეორე კრებულის - „ჩემი უბის წიგნაკი“, რედაქტორია მაყვალა გონაშვილი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე. ტექნიკური რედაქტორი - მანანა გორგიშვილი. წიგნში შესულია: პოემა გაგრაზე, მოგონება ცისიაზე (ეპიტაფია), ბალადა ნუცა ჩიჩუაზე, ასევე, ლექსები მშობლიურ აფხაზეთსა და გაგრაზე.
კრებულის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/581847

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა