მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზეიმო სხდომა და გამოჩენილ მეცნიერ ქალთა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ცერემონიას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის, გრუნის ასისტენტ- პროფესორი მარიამ ლაშხი.
უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ ლაშხს ამ აღიარებას.
გაერომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წელს დააწესა, მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მათი საქმიანობის მხარდაჭერა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა