გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ასისტენტ - პროფესორის, ლელა გოგინავას, სამეცნიერო ნაშრომი - "Professional development in Georgian regional secondary schools: Insights from teachers’ perspective" - საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - Journal of Teacher Development and Education (JTDED), გამოქვეყნდა.
JTDED მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მასწავლებელთა განათლების სფეროში არსებული ფუნდამენტური გამოწვევების ანალიზსა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. ჟურნალი ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და იყენებს რეცენზირების მკაცრ, „ორმაგ ბრმა“ (double-blind) მეთოდს, რაც გამოქვეყნებული პუბლიკაციის მაღალ აკადემიურ სტანდარტსა და სამეცნიერო ღირებულებაზე მიუთითებს.
სამეცნიერო სტატია სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოს რეგიონული საჯარო სკოლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების (PD) საჭიროებებსა და იმ სტრუქტურულ თუ შინაარსობრივ გამოწვევებს, რომლებიც თან ახლავს გადამზადების არსებულ მოდელებს. დეზიმონეს (Desimone) კონცეპტუალური ჩარჩოს საფუძველზე, ავტორი აანალიზებს, რამდენად შეესაბამება მოქმედი პროგრამები მასწავლებელთა რეალურ პროფესიულ მოთხოვნებს. სტატია აფართოებს არსებულ თეორიულ მოდელებს და აღნიშნავს ინდივიდუალიზებული მიდგომების, პრაქტიკული აქტივობებისა და შეფასების ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინების აუცილებლობას. აღნიშნული სტატია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული პროგრამების ფორმირებაში.
სამეცნიერო სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://journalted.com/index.php/pub/article/view/58

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა