განახლდა ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები.
ონლაინსწავლება „Paths to Publication” მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.
2026 წლის 12 თებერვალს გაიმართა პირველი ლექცია, რომელსაც გრუნის ახალგაზრდა მკვლევრები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. პირველ ლექციას უძღვებოდა დოქტორი კრისტინ სტენლი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორი. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები სასწავლო კურსის მომზადებასთან დაკავშირებით.
სესია მოიცავდა კურსის სტრუქტურისა და მიზნების დაგეგმვას, სხვადასხვა ტიპის სტუდენტისათვის სწავლების სტრატეგიის შერჩევას, აქტიური და ინტერაქტიული ლექციების მომზადებას, ასევე, შეფასებისა და უკუკავშირის მართვას.
ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი.
მეორე ლექცია დაგეგმილია 2026 წლის 26 თებერვალს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა