იტვირთება...
საგრანტო პროექტი: „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საგრანტო პროექტი: „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“


2026 წლის 16 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის კვლევითი პროექტის - „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“ - შედეგების პრეზენტაცია.

 

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში და მის მომზადებაში ორივე უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ: პროფ. გიორგი თავაძე (პროექტის ხელმძღვანელი), პროფ. დავით სიხარულიძე (პროექტის კოორდინატორი), პროფ. ვასილ კიკუტაძე, ასოც. პროფესორი თამთა ლეკიშვილი, პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი და ასოც. პროფესორი ელენე ზურაბიშვილი.

 

პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, იმსჯელეს ინტერნაციონალიზაციის როლზე ქართული მეცნიერების განვითარებაში. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.