გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის დოქტორანტის - თორნიკე მერებაშვილის, დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე უფლებების მოპოვება“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა სამართლის დოქტორი, პროფესორი დავით ძამუკაშვილი; თანახელმძღვანელი ბრატისლავას კომენსკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი Ludovit Macaj.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად მიიჩნია, თორნიკე მერებაშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა