იტვირთება...
ინდივიდუალური და ჯგუფური საგრანტო პროექტების წლიური ანგარიშების წარდგენა გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინდივიდუალური და ჯგუფური საგრანტო პროექტების წლიური ანგარიშების წარდგენა გრუნიში


2025 წლის 22 დეკემბერს გრუნის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა წარმოადგინა 2025 წელს „მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდიდან“ მიღებული საგრანტო დაფინანსების შედეგად განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში.

 

საანგარიშო პერიოდში გრუნის საგრანტო დაფინანსება მიიღო როგორც ინდივიდუალურმა, ისე ჯგუფურმა პროექტებმა.

 

ღონისძიების ფარგლებში მოისმინეს:

  • გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომების შესახებ ინფორმაცია;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო მივლინებების ანგარიშები;
  • კონფერენციების, სომპოზიუმებისა და ვორკშოფების მასალები;
  • ინფორმაცია პროექტებში სტუდენტების მონაწილეობის შესახებ და სხვა.

 

მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის ფონდის შექმნით უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის ეფექტური სისტემას, რაც განაპირობებს კიდეც აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო საქმიანობის წარმატებას. წლიდან წლამდე ფონდის საქმიანობის გააქტიურებამ და სამეცნიერო სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა განსაზღვრა კიდეც ფონდის ბიუჯეტის ზრდა. წინა წელთან შედარებით მეცნიერული კვლევებისა და შემოქმედებითი ინიციატივების ფონდი გაზრდილია 40000 /ორმოცი ათასი/ლარით.