იტვირთება...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გრუნიში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 19 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში, ხოლო 22 დეკემბერს ბათუმის წარმომადგენლობაში, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა.

 

არჩევანები თავისუფალ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა, პროცესმა მშვიდ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩაიარა, რაც ამ პროცესის დემოკრატიულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

სტუდენტთა გადაწყვეტილებით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, 2 წლის ვადით, თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტი ლაშა-გიორგი კარიჭაშვილი.

 

ახლად არჩეული პრეზიდენტი სტუდენტების ინტერესების დაცვასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე იზრუნებს.