იტვირთება...
ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

2025 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი - ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ირაკლი ყანდაშვილს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევას. უსურვებს წარმატებულ საქმიანობას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელმძღვანელობით ასოციაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.