საერთაშორისო კონფერენციის - „მედია და განათლება“, ფარგლებში, გამოქვეყნდა გრუნის პროფესორების: ელისო ჩაფიძისა და გოჩა ოჩიგავას ახალი კვლევა - “დასაქმება და დედობა საქართველოში: პრივილეგია თუ ტვირთი თვითრეალიზებული ქალებისათვის?”
სამეცნიერო სტატია მიმოიხილავს იმ ქალების დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ჩართული არიან შვილების აღზრდის პროცესში, ატარებენ მარტოხელა დედის სტატუსს ან იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო 100 დასაქმებული ქალის გამოკითხვა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალები ხშირად უარს ამბობენ დასაქმებაზე მათი კონკრეტული სოციალური სტატუსისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობების გამო. დამსაქმებლები კი, თავის მხრივ, ერიდებიან ასეთი სტატუსის მატარებელი ქალებისათვის სამსახურის შეთავაზებას.
ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიამ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ პრობლემებს, ხშირად უნდა იმართებოდეს საჯარო დებატები ქალთა და ბავშვთა უფლებების შესწავლის კონტექტში.
საერთაშორისო კონფერენცია - „მედია და განათლება“, იმართება ყოველწლიურად და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.
სტატიის ბმული: https://www.media4u.cz/mav/9788087570685.pdf

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI