იტვირთება...
გრუნის პროფესორი - გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემიის ლაურეატი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემიის ლაურეატი

გრუნის ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა, რომელიც სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად წარმატებით მოღვაწეობს სახელოვნებო სფეროში, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „ერთგულება“, I პრემიის ლაურეატი გახდა.

 

გოჩა ოჩიგავა სამი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში.

 

კონკურსი „ერთგულება“ ყოველწლიურად იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და სამ გამარჯვებულსა და საუკეთესო მინიატურების ავტორს ავლენს.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ გოჩა ოჩიგავას ამ აღიარებას და შემდგომ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს!