იტვირთება...
ღია კარის დღე გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია კარის დღე გრუნიში


2025 წლის 13 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

 

გრუნის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს ის საგანმანათლებლო გარემო და პროგრამები, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ, რათა თითოეული მათგანის გადაწყვეტილება და პროფესიული არჩევანი იყოს გააზრებული და სწორი.

 

აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსური მხარდაჭერისა და შეღავათების თაობაზეც.

 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს არასტანდარტული, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ორიგინალური რეკრიაციული სივრცე, რამაც ახალგაზრდების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

 

მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.