2025 წლის 11 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - ერეკლე უგრელიძემ, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალში.
ციხე-ქალაქი უჯარმა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული კულტურული ძეგლია, რომელიც მდებარეობს ივრის ხეობაში, სოფელ უჯარმიდან რამდენიმე კილომეტრში. მუზეუმ-ნაკრძალი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობას მოიცავს, რომელსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა - არსენ ხატიაშვილმა, სტუდენტებს გააცნო საინტერესო ინფორმაცია უჯარმისა და ბოჭორმის ციხის კომპლექსის შესახებ, რომელიც მოიცავს გალავანს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და თავდაცვით თუ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია ტურისტული თვალსაზრისითაც.
გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან. თანამშრომლობა დაეხმარება ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ძეგლების აღმოჩენა-შესწავლასა და მათზე ახალი, ექსკლუზიური ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI