იტვირთება...
სამუშაო შეხვედრა Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამუშაო შეხვედრა Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენლებთან, მომავალი თანამშრომლობის, Safe Online პროგრამის გაფართოებისა და სასწავლო პროცესში მისი ინტეგრაციის თაობაზე.

 

შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და მას ესწრებოდნენ: Arnaud Quemin, Mercy Corps-ის რეგიონული დირექტორი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის მიმართულებით; ირაკლი კასრაშვილი, Mercy Corps Georgia-ს დირექტორი; ნინო ჩუბინიძე, Safe Online პროგრამის მენეჯერი; თამარ ჟღენტი, Safe Online პროგრამის ოფიცერი; ელენე ერგეშიძე, მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) კოორდინატორი; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე ინტერნაციონალიზაციის საკითხებში - თამარ ლაღიძე და უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

განიხილეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, GRUNI-ის ბათუმის წარმომადგენლობაში, პროგრამის - Safe Online, გაფართოების შესაძლებლობები, ასევე, უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებსა და საგნებში. ონლაინ უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული უსაფრთხოების, პასუხისმგებელიანი ონლაინქცევისა და რისკების გააზრების საკითხებს, როგორც უნივერსალური გადაკვეთის უნარების ნაწილს უმაღლეს განათლებაში.

 

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, GRUNI-ის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ცენტრის ფარგლებში შეიქმნას ონლაინუსაფრთხოების სერტიფიცირებული კურსი, რომელიც მოიცავს ონლაინუსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მდგრად, შედეგზე ორიენტირებულ განათლებას, რომელიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs).